ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30739

ფაქტი 30739

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 583 მანეთი. წლის განმავლობაში, 1913 წლიდან დარჩენილი საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 45 მანეთი, 1914 წლის საწევროს სახით − 275 მანეთი, 1914 წელს დაგროვებული თანხის პროცენტის სახით − 59 მანეთი, სეირნობიდან − 709 მანეთი და 50 კაპიკი. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შევიდა 1688 მანეთი და 82 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30739; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .