ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30756

ფაქტი 30756

1917 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე შეადგინეს ომისგან დაზარალებული ბავშვების თავშესაფარში 10 ბავშვის შენახვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. მთავარ გამგეობას ამ ხარჯებისთვის წელიწადში 4 500 მანეთი ტატიანას კომიტეტისგან უნდა მიეღო. სავარაუდო ხარჯთაღრიცხვამ 4 500 მანეთს გადააჭარბა. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს სთხოვა, აღნიშნული ანგარიში მთავარი გამგეობისთვის გაეგზავნა იმ იმედით, რომ ის ტატიანას კომიტეტისგან დამატებითი ხარჯისთვის კრედიტს მოითხოვდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30756; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .