ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31167

ფაქტი 31167

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ბედი ქართლისა“, ვ. ბარნვის„თხზულებანი“, „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“, „ახალი ტალღები“, „მებრძოლი ფიქრის პოეტი“ ნ. ბარათაშვილის, „ლოცვანი“ ცქტიშვილის, „უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის სანიმუშო პროგრამა“, „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“, „ქართული ანდაზები“, „საღმრთო ისტორია ახალი აღთქმისა“ და სახელმძღვანელო წიგნი „საღმრთო ისტორია“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31167; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .