ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31172

ფაქტი 31172

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „საუბარი ხოლერაზე და მისგან დამცავ ზომებზე“, „სოფლის მასწავლებელი“, „ელგუჯა“, „ახალშენოვის ლექსიკონი“, „ნინოშვილის თხზულებანი“ III ტომი, „კანონი“ ფრონელისა, „სამართლის მეცნიერება“, დ. მეგრელის მოთხრობები, „ქიმია“, „მეხის ამბავი“ და „ჰაერი და სითბო“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31172; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .