ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31201

ფაქტი 31201

1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გამოთქვა სურვილი, რომ განყოფილებას ჰქონოდა თავისი ხელუხლებელი ძირითადი თანხა. დამსწრეთ გადაწყვიტეს, იმ წლისთვის შეენახათ განყოფილების შემოსავლის 20%, რომელიც წესით მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ, ხოლო შემდეგი წლებისთვის ყოველწლიურად გადაედოთ წლიური შემოსავლის 10%.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31201; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .