ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31295

ფაქტი 31295

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ მოახსენა დამსწრეთ, თუ რა შემოსავლს მოელოდა სავარაუდოდ გამგეობა მომავალ წელს და რა ხარჯი ექნებოდა იმ დროის განმავლობაში. კერძოდ, შემოსავლის სახით დაახლოებით უნდა შემოსულიყო 300 მან., ხოლო წიგნების, ბეჭდების, ქაღალდების შესაძენად, მისალოცი დეპეშების შესადგენად და მოულოდნელი ხარჯის გათვალისწინებით, არანაკლებ 70 მანეთისა იქნებოდა საჭირო. კრებამ დაადგინა, მიეცა გამგეობისთვის ეს თანხა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31295; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .