ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32534

ფაქტი 32534

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა თანხა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო აეგოთ შენობა, სადაც მოათავსებდნენ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების გაერთიანებულ მუზეუმებს. ლასხიშვილისთვის გაუგებარი იყო რატომ იწუნებდნენ მუზეუმების გაერთიანების იდეას კრების წევრები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32534; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .