ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34325

ფაქტი 34325

1897 წლის 16 აგვისტოს დავით კარიჭაშვილმა მისწერა წერილი ივანე გომელაურს სათავადაზნაურო სკოლებში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ თხოვნის პასუხად. ის აცნობებს, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლა არ ექვემდებარება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და გამგეობას უფლება არ აქვს, მასწავლებლად განაწესოს. მასწავლებლის ადგილისთვის უნდა მიმართოს სკოლის ინსპექტორს. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა, მართალია, ექვემდებარება გამგეობას, მაგრამ მასწავლებლობის თხოვნის გაგზავნა მაინც საჭიროა სკოლის ინსპექტორისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34325; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .