ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34326

ფაქტი 34326

1897 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა ქუთაისის სამზრუნველო კომიტეტს, რომ 18 ივნისის დადგენილებით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძე თხოვნისამებრ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და იმავე დღეს იმსჯელეს მის მაგივრად ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის შესახებ 1-ლი სექტემბრიდან, რის შესახებაც აუწყებენ კომიტეტს, ასევე დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორს. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და მდივანი დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34326; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .