1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გაზაფხულზე ხალხის ბრბომ გაანადგურა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილის მეურნეობა სოფელ სატივეში; მოანგრიეს ღობეები, გადათელეს ვენახი და ბაღები, რომლის ადგილასაც იმჟამად სოფლის ნახირი დადიოდა.

წყარო: კლდე, 1918 | 27 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34477 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34477]; წვდომის თარიღი: 2021-04-17