ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34600

ფაქტი 34600

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34600; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .