ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35059

ფაქტი 35059

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების გამგეობის შუამდგომლობა, 1918 წლის პირველი იანვრიდან ნუკრიანის სკოლის ორი პედაგოგის ანაზღაურების შესავსებად მთავრობის მიერ გაწეული დახმარებიდან გადაედოთ საჭირო თანხა. მთავრობის დახმარება მხოლოდ მთავრობის სკოლებზე ვრცელდებოდა და სპეციალური დანიშნულება გააჩნდა, ამიტომ სიღნაღის განყოფილებას თხოვნაზე უარი ეთქვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35059; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .