ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35424

ფაქტი 35424

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისში ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიიის გახსნას, მისი მოქმედების არეალსა და პერსპექტივებს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდიდა იმ მშობლებს, ვისაც თავიანთი შვილები თბილისის გიმნაზიაში ჰყავდა მიბარებული, განათლების საქმე ამით დიდად არ განვითარებულა. ამ აზრს გამოეხმაურა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი თავისი შენიშვნით, სადაც წერდა, რომ მშობელთა „წახალისების“ წესი გაუქმებული ყოფილა, ხოლო ამიერკავკასიაში სასწავლებელთა კეთილმოწყობამ თბილისის გიმნაზიის დირექტორის, გრუბერის დიდი ძალისხმევისა და ზრუნვის შედეგად, ერთი-ორად გაზარდა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ასეთი ტიპის დაწესებულებათა მიმართ.

წელი:
1831
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ტიფლისსკიე ვედომოსტი (Тифлисские ведомости), 1831 | 21 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35424; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .