ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36035

ფაქტი 36035

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც განიხილეს განყოფილების სავარაუდო შემოსავალი 1915 წელს. გამგეობას იმედი ჰქონდა შემდეგი შემოსავლისა: 148 წევრისგან საწევრო – 444 მან., წინა წლების საწევრო გადასახადის დავალიანება – 165 მან., წარმოდგენებიდან, სეირნობიდან, შემოწირულობის სახითა და სხვა წყაროებიდან – 300 მან. სულ სავარაუდო შემოსავალი 1915 წელს შეადგენდა 909 მანეთს. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36035; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .