ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36040

ფაქტი 36040

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: რაჟდენ იაგორის ძე ზაქარაია, ლავრენტი შარვანის ძე ჟვანია, გიორგი გაბრიელის ძე თელია და ესტატე ქაქუჩას ძე კანკავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36040; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .