ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36070

ფაქტი 36070

1915 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ მ. წიფურიას არ მიუღია თანხმობა დირექტორისაგან ზუგდიდის ქართულ სკოლაში მასწავლებლის თანამდებობაზე სამუშაოდ, ამიტომ განყოფილების გამგეობას მის ნაცვლად პირველი სექტემბრიდან მოუწვევია დოროთე თეიმურაზის ძე უჩანეიშვილი. უჩანეიშვილს დაუმთავრებია ხონის საოსტატო სემინარია, ცოდნია მეგრული და გალობის სწავლება შესძლებია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36070; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .