ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36198

ფაქტი 36198

1922 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრები ვალდებულები იყვნენ სახელმძღვანელოს ორივე ნაწილი შეესწორებინათ პედაგოგიკის თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით და მაისის შუა რიცხვებში დასაბეჭდად ჩაებარებინათ გამგეობისთვის. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36198; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .