ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36266

ფაქტი 36266

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც განიხილეს: ახალი წევრების მიღების საკითხი, მოხსენება დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნის შესახებ, მოხსენება თბილისის ახალი თეატრის დაწვის შესახებ, გამგეობის ოთხი ახალი წევრისა და ერთი კანდიდატის არჩევის საკითხი (გამგეობიდან გასული პირების ნაცვლად). კრების ოქმის ასლს ხელს აწერს განყოფილების გამგეობის მდივანი ივანე იულონის ძე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36266; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .