ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36288

ფაქტი 36288

1915 წელს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით წინა წლის ნაშთი შეადგენდა 583 მანეთს, შენახული თანხა – 13 მანეთსა და 82 კაპიკს, საწევროს სახით შემოვიდა 321 მან., საღამოებიდან, წარმოდგენებიდან და სეირნობიდან – 709 მან. 50 კაპ., სხვადასხვა წყაროდან – 54 მან. 50 კაპ. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შემოვიდა 168 მან. 82 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36288; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .