ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36546

ფაქტი 36546

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობამ გადაწყვიტა კვლავ გაეგრძელებინა წიგნების გამოცემა, თუმცა დაბრკოლდნენ, რადგან რევოლუციური კომიტეტის კოლეგიამ დართო ნება გამოეცათ „ხევისბერი გოჩა“, მაგრამ პოლიგრაფიულმა განყოფილებამ უთხრა უარი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36546; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .