1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლ. შენგელაიას წინადადება, შეეძინა საზოგადოებას მისგან „ტარიელ გოლუა“ 500 ცალი, ცალი 3 მანეთად. გამგეობამ დაადგინა, შეეძინათ მისაგან 500 ცალი „ტარიელ გოლუა“, ცალი 3 მანეთად და გაეყიდათ 5 მანეთად ცალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3736 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3736]; წვდომის თარიღი: 2020-12-06