გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე დამსწრე წევრების განცხადებების შემდეგ თავისი მოსაზრება გამოთქვა ნიკოლოზ ხუდადოვმა. მისი თქმით მოსახლეობაში სიკვდილიანობის გახშირების მთავარი მიზეზი არა მილის წყლით სარგებლობა, არამედ მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

წყარო: ივერია, 1888 | 18 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 40156 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/40156]; წვდომის თარიღი: 2020-09-19