ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4028

ფაქტი 4028

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თამარა მიხეილის ასული ქარცივაძის თხოვნა წიგნის მაღაზიაში პრაქტიკანტად გამყიდველის თანამდებობაზე მიღების შესახებ. ის თანახმა იყო თვეში 100 მანეთად ემსახურა. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4028; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .