ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4042

ფაქტი 4042

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა სახელმძღვანელო მხოლოდ მათთვის გაეგზავნათ. მასწავლებელთა კავშირს ორი გამოცემა ჰქონდა – არითმეტიკული კრებული და სამშობლოს აღწერა. გამგეობის გადაწყვეტილებით, შემოთავაზებული წინადადება მიმართული იყო გამოცემის მონოპოლიისკენ, შესაბამისად, რთულ და საპასუხისმგებლო საკითხს წარმოადგენდა. საკითხის დადებითად გადაჭრა საზოგადოების კრების დაუკითხავად გამგეობამ შეუძლებლად მიიჩნია. დადგენილების ოქმს ხელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აწერდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4042; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .