ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41411

ფაქტი 41411

1897 წლის იანვარში გორის კლუბის დარბაზში გაიმართა გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობისა და კომიტეტის წევრები. კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, თუმცა კონსტანტინემ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღო, რადგან, მისი თქმით, კარგად არ იცნობდა საქმის ვითარებას. ხელმეორედ გამართული არჩევნების შედეგად თავმჯდომარედ ნიკოლოზ ერისთავი დაინიშნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41411; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .