ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4148

ფაქტი 4148

1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის მიმართვა, ხელი შეეწყოს უნივერსიტეტის სასარგებლოდ შეწირულებათა შეკრების საქმეს. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4148; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .