ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41664

ფაქტი 41664

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა დედა ენის მეხუთე გამოცემა შეცვლილი და შევსებული, წინა გამოცემაზე 32 გვერდით მეტი. ანბანი ხელახლა იყო შედგენილი და ჩამატებული ჰქონდა საწერი დედანი რვეული სკოლის პირველ ეტაპზე გამოსაყენებელი. პირველი ნაწილი ლექსებითა და სურათებით შევსებული იყო, მეორე კი – საღმრთო ნაწილით, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებით სრულდებოდა. წიგნი იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში და ფასი უცვლელი იყო.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1886 | 6 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41664; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .