ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41771

ფაქტი 41771

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 14 სექტემბერს უნდა გამართულიყო ქართული დრამატული დასის პირველი წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვისა, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ალექსანდრე ნებიერიძე, კ. მაქსიმიძე და სხვ. დასი რუსულიდან თარგმნილ კომედიას „ეხლანდელი სიყვარული“ და დავით სოსლანის „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“ წარმოადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41771; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .