ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 42331

ფაქტი 42331

1897 წლის 4 იანვარს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ბოცვაძის წერილი. ბოცვაძე წერდა, რომ 66-ე ნომერში წაიკითხა ბ. ი. როსტომაშვილისა და ზ. ჭიჭინაძის განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ისინი მზად იყვნენ გაეგზავნათ თავიანთი გამოცემული წიგნები თერგის ოლქში დასარიგებლად. ლუარსაბ ბოცვაძის თქმით, ის მზად იყო, თუკი გამომცემლები წიგნებს მიაწვდიდნენ, თერგის ოლქში უფასოდ დაერიგებინა მოსახლეობისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 42331; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .