ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 43118

ფაქტი 43118

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ნიკოლოზ ყიფიანმა საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქალებო გიმნაზიას იმ პირობით უნდა დახმარებოდნენ თუ ქართულ ენას შესაფერის ადგილს დაუმკვიდრებდნენ ამ გიმაზიაში. ნ. ყიფიანის განცხადებას მამია გურიელმა დაურთო, რომ იმ შემთხვევაში. თუ კრება არ გაითვალისწინებდა ამ მოთხოვნას, საქალებო გიმნაზიას აღარ დაეხმარებოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 43118; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .