1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის ჩანაწერი თელავის შესახებ. მისი გადმოცემით თელავში მცხოვრები საზოგადოება ისევ ღვინის სმაში და კარტის თამაშში ატარებდა დროს, ქალაქში უსუფთაობა იყო, პროდუქტებს, როგორც არასდროს, ისეთი მაღალი ფასები ჰქონდა. ძამსაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თელავის მაზრის ახალი უფროსი თ. ნ. ჩოლოყაშვილი მოახერხებდა ქალაქის გამოცოცხლებასა და განვითარებას.

წყარო: ივერია, 1879 | 7 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 43632 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/43632]; წვდომის თარიღი: 2020-10-29