ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4524

ფაქტი 4524

1919 წლის 13 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის გამგეობის სურვილი მაზრაში არსებული სახალხო სკოლებისათვის საზოგადოების წიგნების საწყობიდან სახელმძღვანელოების შეძენის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, წიგნების საჭირო რაოდენობა მიეცათ იმ პირობით, თუ ღირებულების 2/3-ს წიგნების მიღების დროს გადაიხდიდნენ, ხოლო დანარჩენ 1/3-ს – ერთი თვის შემდეგ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4524; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .