ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4573

ფაქტი 4573

1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ცხაკაიასაგან წარმოდგენილი „სასწავლო გეოგრაფიული ატლასი“. კომისიამ წარმოდგენილი ატლასი მოიწონა და გადაწყდა მისი გამოცემა, ასევე დაბეჭდვამდე ზოგიერთი სახელის შესწორება, რაც სწორად არ იყო რუკაზე აღნიშნული. გამგეობამ თევდორე კიკვაძეს დაავალა მთავრობასთან მოლაპარაკება გეოგრაფიული ატლასის დაბეჭვდის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4573; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .