ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45897

ფაქტი 45897

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, როცა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის სამზრუნველო კომიტეტმა მოსწავლეების მშობლებს სწავლის გადასახადი დაუწესა, ზოგიერთმა აზნაურმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და თქვა, რომ ბანკი სწორედ შვილების გასაზრდელად და განათლების მისაცემად დააარსეს, ამიტომ ბანკს უნდა დაეფინანსებინა მათი განათლება. ეს პოზიცია სამწუხარო იყო, თუმცა ამ აზრს აზნაურთა მხოლოდ მცირე ნაწილი იზიარებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45897; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .