ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 45902

ფაქტი 45902

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ თავადაზნაურობამ ქუთაისსა და თბილისში სააზნაურო ბანკები კი გახსნა და თითქოს, საზრუნავი გაიჩინა, მაგრამ საბანკო საქმეში ურიგოდ წარიმართა საქმე. ბანკიდან სესხი ვინც კი გაიტანა ყველამ შეჭამა და საჭიროებისამებრ არ გამოიყენა. აზნაური არ ფიქრობდა ვალის გასტუმრებას და პირიქით, მანამდე ფლანგავდა ფულს, სანამ არ შემოელია და ბოლოს იძულებული გახდა მამული ჩაებარებინა ბანკისთვის. ამგვარად, მან დაკარგა მამა-პაპისეული ქონება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 45902; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .