ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46345

ფაქტი 46345

ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. კრებაზე გადაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გამოყოფილი თანხა: სააზნაურო სკოლას გადასცეს 8 000 მანეთი, წმ. ნინოს საქალებო გიმნაზიას- 1200 მანეთი, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 1000 მანეთი, სააზნაურო სკოლის ღარიბებს- 500 მანეთი, სავაჟო გიმნაზიაში მოსწავლე სამხედრო შეგირდებს- 350 მანეთი, ქუთაისის გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას- 300 მანეთი. სტიპენდიის სახით ბესარიონ ღოღობერიძისა და ოლგა თეოდორის ასულზე გაიცა 1000 მანეთი.

წელი:
1881
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1881 | 9 ივნისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46345; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .