ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47088

ფაქტი 47088

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამაზრო ზედამხედველობა შედგებოდა ორი წევრისაგან მაზრის უფროსისა და მომრიგებელი კაცისაგან, საჭიროებისამებრ კი ჩაერთვებოდა მაზრის უფროსის თანაშემწე. დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ სამაზრო ზედამხედველობის საკითხები მხოლოდ მაზრის უფროსს გადაეწყვიტა, რადგან მას თავისი თანაშემწე წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მომრიგებელი კაცის აზრს ყურადღებას არც კი მიაქცევდნენ.

წელი:
1886
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1886 | 30 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47088; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .