ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47825

ფაქტი 47825

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც გაირკვა, რომ ახალციხე-ახალქალაქის და რაჭა-ლეჩხუმის მაზრებს ესაჭიროებოდათ 14 მომრიგებელი მოსამართლე. აღნიშნულ თანამდებობის პირებს დაენიშნებოდათ ხელფასი 5000 მანეთზე ზემოთ. მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ იუსტიციის სამინისტროში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47825; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .