ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 48124

ფაქტი 48124

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერდა, რომ მისმა მეგობარმა, მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავიდან ჩამოუტანა მეათე საუკუნის ხელნაწერის, „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატული ორი წარწერა, რომლებიც რთულად იკითხებოდა, მაგრამ იყო მეტად საყურადღებო, რადგან ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის პერიოდს წარმოადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 48124; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .