ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5096

ფაქტი 5096

1920 წლის 7 მარტს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ინსპექტორმა ივ. სანაყოევმა თავისი სურვილით გორის სასწავლებელში მასწავლებლებად დანიშნა გიკაევი და მ. სანაყოევი. ერობამ ინსპექტორ ივ. სანაყოევს აცნობა, რომ გიკაევი არასაიმედო პირი იყო, გარდა ამისა, იგი მთავარგამგის მიერ არ იყო დანიშნული თანამდებობაზე და მიუხედავად ამისა, გიკაევი კვლავ რჩებოდა სასწავლებელში. გორის ერობას ინსპექტორ ივ. სანაყოევის თვითნებური ქმედებები უკანონოდ მიაჩნდა და დაბალი სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა მისი გორის მაზრიდან გადაყვანას. ხელს აწერდნენ მთავარგამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე, საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5096; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .