ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5103

ფაქტი 5103

1920 წლის 17 მაისს დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლიდან ქუთაისის სამაზრო ერობის გამგეობას მისწერეს, რომ სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თანახმად, უმზადებდნენ მასწავლებელ სამსონ ნუცუბიძის სამსახურში დაბრუნების განცხადების ასლს და იმავე პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობის ოქმს ხსენებული მასწავლებლის სამსახურში დაბრუნების შესახებ. ხელს აწერს სასწავლებლის გამგე ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა. 


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5103; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .