ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5429

ფაქტი 5429

1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ლომთათიძის განცხადება მისი ზღაპრების და ანდაზების გამოცემის შესახებ. მან შეკრიბა ანდაზები და სთხოვდა საზოგადოებას ამ მასალის გამოცემას. მას აინტერესებდა, რამდენს გაიღებდა საზოგადოება ჰონორარად. გამგეობამ გადაწყვიტა, ეთხოვოს შეკრებილი მასალის გადმოგზავნა, თან განემარტოს, რომ ანდაზების გამოცემას აწარმოებს სპეციალურად საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5429; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .