ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6119

ფაქტი 6119

1917 წლის 21 აპრილს, საღამოს 7 საათზე გალინა ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა დაბა ზესტაფონის ქალთა წრის საზოგადო კრება, რომლის მიზანი იყო „ფინჯან ჩაის“ შემოსავლის ანგარიშის მოხსენება, წესდების შემუშავება, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევნები. მისი მოთხოვნით, საზოგადოებამ ამ კრების თავმჯდომარედ კობახიძე აირჩია. დაისვა საკითხი კრებაზე მამაკაცთა დაშვებისა. დარბაზში შემოსულ მუშათა და ჯარისკაცთა თავმჯდომარე პროკლე დევიძეს იქაურობა დაატოვებინეს. შემდეგ ოლღა მაღლაკელიძემ წაიკითხა შემოსავლის ანგარიში, უჩვენა ევგენი გეგეჭკორის ხელნაწერი და აღნიშნა, რომ თანხა დანიშნულებისამებრ გადაეცა. გ. ჩხეიძემ წაიკითხა და განმარტა წესდების თითოეული საკითხი. კრებამ საბოლოო სახით შეიმუშავა წესდება, რაც ხელმოწერით დაადასტურეს შემდეგმა პირებმა: თავმჯდომარე – სოფიო კობახიძე, მდივანი – ოლღა მაღლაკელიძე, გამგეობის წევრები: გალინა ჩხეიძე, სარა უზნაძე, ნინა ჩუბინიძე, ბაბო ცხადაძე, სარევიზიო კომისია: ვარასი ძაგნიძე, ანა ბასილიასი, მეგი აბაშიძისა.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 4 მაისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6119; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .