ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6132

ფაქტი 6132

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში სპირიდონ კედია საუბრობდა, თუ რამდენად რეალურად ესახებოდა მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობა. ის აღნიშნავდა, რომ სწორედ ჩრდილოკავკასიელთა შეუპოვარმა ბრძოლამ ხან ბოლშევიკებისა და ხანაც დენიკინელთა რეაქციის წინააღმდეგ შესრულა იმ ფარის როლი, რომელმაც ამიერკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა დაიცვა რუსეთის ურდოების მიერ განადგურებისგან. ს.კედია იმედოვნებდა, რომ თავისუფლებისმოყვარე მოძმე მთიელები დაიბრუნებდნენ დაკარგულ დამოუკიდებლობას, რაშიც ქართველი ხალხი მათ შეძლებისამებრ დაეხმარებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6132; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .