ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7945

ფაქტი 7945

1920 წლის 17 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ N33 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად დანიშნა გიორგი დავითის ძე აბულაძე 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმის მწარმოებელი ი. ეპიტაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .