ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8735

ფაქტი 8735

1918 წლის 15 აგვისტოს სადგურ სამტრედიის პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელმა რაჟდენ აბულაძემ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს მისწერა, რომ გასულ წელს სასწავლო ოლქში ითხოვა დამტკიცება სადგურ სამტრედიის ორკლასიანიდან გარდაქმნილ რკინიგზის უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად და გაითვალისწინეს მისი 12 წლის პრაქტიკა სამასწავლებლო ასპარეზზე, საშუალო სასწავლებლის კურსის დამთავრება და კიევის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება. რაჟდენ აბულაძეს დაჰპირდნენ დამტკიცებას, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო დანაპირები ვერ შეასრულეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8735; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .