ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9237

ფაქტი 9237

1918 წლის 17 მარტს ტრაპიზონში გაიმართა ამიერკავკასიის სამშვიდობო სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი და განიხილებოდა ტერიტორიული საკითხები. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შიეხ-ულ-ისლამოვი და ისურვა გარკვევა ტერიტორიების ჩამოცილების საკითხის დასმისას რითი ხელმძღვანელობდა თურქეთი – ციხესიმაგრეების ჩამოშორების სურვილით, თუ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის საკითხით ამ მხარეებში. შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი, საქმეთამმართველი მ. თუმანოვი და მდივანი გრ. ვეშაპიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9237; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .