ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9291

ფაქტი 9291

1918 წელს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, რომელშიც აღნიშნავს, რომ ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარეს აცნობეს ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციის მიერ ბრესტის ხელშეკრულების პირობების მიღება და მზადყოფნა განაგრძოს მოლაპარაკებები მის საფუძველზე. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9291; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .