ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9338

ფაქტი 9338

1918 წლის 13 აგვისტოს გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა, კიცხის ორკლასიანი სასწავლებლის (შორაპნის მაზრა) გამგე სავლე იოსები ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის საერო განათლების მინისტრს წარუდგინა 1911 წლის 4 ივნისს გორის საოსტატო სემინარიის (იგივე ამიერკავკასიის) კურსის დასრულების ასლი N525,633 და 1916 წლის 28 მაისს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის მეორე რაიონის ინსპექტორის მიერ მიცემული ნამსახურების ფურცელი N1016. მან დასძინა, რომ 1918 წლის 29 იანვარს ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოშიც შეიტანა თხოვნა N28 პირველ ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9338; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .