ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9548

ფაქტი 9548

1920 წლის 5 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა გიორგი ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას მისწერა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იმავე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად ვერა გიორგის ასული ავალიშვილი დანიშნეს. თუმცა, დანიშვნის დამამტკიცებელი საბუთები გიმნაზიის კანცელარიის საქმეებში არ აღმოჩნდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9548; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .